LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საპარლამენტო თავგადასავალი ბავშვებისთვის – მზიურის პარკი საბავშვო ღონისძიებას უმასპინძლებს

237
Untitled design

5 ივნისს 12:00 საათზე, ბავშვთა ქალაქი “მზიური” უმასპინძლებს ღონისძიებას – “საპარლამენტო თავგადასავალი მზიურის პარკში”.

ღონისძიება ინფორმაციული ხასიათისაა და ეძღვნება სამოქალაქო განათლების ახალ სასწავლო პროგრამას, რომელსაც საქართველოს პარლამენტი, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით წარადგენს.

ახალი სასწავლო პროგრამა განკუთვნილია სკოლის მოსწავლეებისთვის, მასში მარტივად და გასაგებად არის გადმოცემული ინფორმაცია პარლამენტზე, დემოკრატიაზე და ქვეყნის მართვაში მოქალაქეთა ჩართულობაზე.

პროგრამის ინიციატორების განცხადებით, მომავალ სასწავლო წელს, ახალი პროგრამა 50 საჯარო სკოლაში პილოტურად დაინერგება.

მზიურის პარკში ბავშვებისთვის გაიმართება სხვადასხვა გასართობი და შემეცნებითი აქტივობა – წიგნის კუთხე, ილუსტრაციების გაფერადება და იდეების დაფის შექმნა “მე რომ პარლამენტის წევრი ვიყო”. ხატვაში ბავშვებს დაეხმარა ცნობილი მხატვარი გამეზა, რომლის ილუსტრაციები შესულია ახალ სახელმძღვანელოებში.

ღონისძიებას სკოლის მოსწავლეები, მასწავლებლები, პარლამენტის წევრები და საგანმანათლებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან.

პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან და განათლების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ერთად, ღონისძიებაზე სტუმრებს შორის ასევე იქნებიან ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი და გაეროს განვითარების პროგრამის მოქმედი ხელმძღვანელი ანნა ჩერნიშოვა.

magti 5g