საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, ილია მეორის გადასვენება ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში დღეს მოხდება.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ფეხით მსვლელობა 16.00 საათზე დაიწყება.
„დღეს, 2026 წლის 18 მარტს, მოხდება საპატრიარქო რეზიდენციიდან უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია მეორის გადასვენება ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში. ფეხით მსვლელობა დაიწყება 16.00 საათზე“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
„მინდა მივუსამძიმრო ყველა ქართველს… რამდენიმე წუთის წინ სრულიად საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქმა ილია მეორემ ღვთივ განისვენა“ – მეუფე შიო
ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ფოტო: ინტერპრესნიუსი
„ჩვენმა ქვეყანამ დაკარგა სიმშვიდის, სიბრძნისა და რწმენის მტკიცე საყრდენი, სულიერი მამა, რომელიც ურთულეს დროსაც კი აერთიანებდა ჩვენს ხალხს – ვუსამძიმრებთ ეკლესიას და ერს ამ უდიდეს დანაკარგს“ – ბიძინა ივანიშვილი
„გემშვიდობებით, ჩვენო პატრიარქო! რამდენიც შესძელით, იმდენს გაუძელით, რათა ეს ქვეყანა არ დაგეტოვებინათ ამ დღეში, გზააბნეული და საკუთარი თავის მტრად ქცეული“ – სალომე ზურაბიშვილი
„ილია II-ის პიროვნება განსაკუთრებული მნიშვნელობის იყო არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი მართლმადიდებლური სამყაროსთვის…“ – ილია II-ის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილებს მსოფლიო სასულიერო ლიდერები ავრცელებენ