LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საპატრიარქო უზენაეს სასამართლოს “ციანიდის საქმის” მასალების გასაჯაროების თხოვნით მიმართავს

136
sapatriarqo

საპატრიარქო უზენაეს სასამართლოს სთხოვს, გაასაჯაროოს ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებული მასალები.

შესაბამისი განცხადებით საქართველოს საპატრიარქო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელ მზია თოდუას მიმართავს.

„მოგმართავთ შემდეგი თხოვნით: მოგეხსენებათ, ე. წ. ციანიდის საქმეს“ ადევს გრიფით საიდუმლო, რაც ზოგიერთ პიროვნებას საშუალებას აძლევს სხვადასხვა ინტერპრეტაციის გაკეთებისა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანისა.

მართალია, კანონი კრძალავს აღნიშნული სახის მასალების გასაჯაროებას, მაგრამ შექმნილი ვითარების ფონზე, იქნებ იქნას გამონაკლისი დაშვებული, გასაჯაროვდეს ეს დოკუმენტები და ყველას მიეცეს საშუალება, გაეცნოს საქმის რეალურ მდგომარეობას, მითუმეტეს, რომ ამის მოსურნეა როგორც ბრალდებულის, ისე დაზარალებულისა და მოწმის მხარე, ამის მოსურნეა საქართველოს საპატრიარქო და საზოგადოება,“ – ნათქვამია საპატრიარქოს მიერ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლისადმი გაგზავნილ განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g