LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საპატრიარქომ მომატყუა – მამა გიორგი მამალაძის ოჯახი აქციებს განაახლებს

174
51596735_487368275125638_6878315452242591744_o

მამა გიორგი მამალაძის ოჯახი აქციების განახლებას გეგმავს. ე.წ. ციანიდის საქმეზე დაკავებულის ძმა ამტკიცებს, რომ მამა გიორგი უდანაშაულოა, ამასთან თორნიკე მამალაძის თქმით, ვითარებას ამძიმეს ისიც, რომ მისი ძმის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ამის გამო ის სასულიერო პირის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს.

თორნიკე მამალაძე აცხადებს, რომ ოჯახს საპატრიარქოდან მამა გიორგის გათავისუფლებას ჰპირდებოდნენ.

„ამ კვირაში ოჯახის წევრები ვგეგმავთ ისევ და ისევ ამჯერად საპატრიარქოსთან აქციის გამართვას ჩემი უდანაშაულო პარალიზებული ძმის გათავისუფლების მოთხოვნით, რადგანაც მის  სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე და არაერთი ექსპერტი  საუბრობს ამაზე. აქამდეც გვქონდა იმედი, რომ საპატრიარქო გადადგამდა ნაბიჯს, მაგრამ მათ პირდაპირი მნიშვნელობით მომატყუეს, რადგანაც მეუბნებოდნენ, რომ უკვე გადაწყვეტილია ჩემი ძმის გათავისუფლება და მე შემეძლო კარავი ამეღო და წამოვსულიყავი სახლში, მაგრამ დავინახეთ, რომ მათ მოიტყუეს. ისინი არიან პირდაპირი მნიშვნელობით ფარისევლები,“- განაცხადა თორნიკე მამალაძემ.

პარასკევს 17:00 საათზე დეკანოზის ახლობლები კვლავ საპატრიარქოსთან შეიკრიბებიან. აქციები გაიმართება მთავრობის ადმინისტრაციასთანაც.

mazda magti 5g