LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საპატრიარქოს დაცვის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

135
unnamed (14)

საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულ ახალ შემთხვევებს შორის არის საპატრიარქოს დაცვის ერთ-ერთ თანამშრომელიც.  გავრცელებული ინფორმაციით, COVID-ით ინფიცირებული ახალგაზრდა მამაკაცი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეს მცხოვრებია. ის თბილისში სამსახურში ყოველდღიურად ჩამოდიოდა. ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა ანზორ ჩუბინიძემ “საზოგადოებრივ მაუწყებელს” დაუდასტურა.

ჩუბინიძის განმარტებით, აღნიშნული პირი პირად დაცვაში არ მუშაობდა და განმარტა, რომ სხვა დეტალები განეკუთვნება პერსონალურ ინფორმაციას და ამაზე ვერ ისაუბრებს.

სოფელ ხოვლეს გამგებელი თამაზ ხუციშვილი აცხადებს, მამაკაცი საეჭვო სიმპტომებით კლინიკაში 12 აპრილს გადაიყვანეს. მას ახალი კორონავირუსი დედაქალაქში დაუდასტურდა. გავრცელებული ინფორმაციით, ხოვლეში ახლა ეპიდემიოლოგები არიან ჩასულები და შესაბამის სამუშაოებს ახორციელებენ. მიმდინარეობს კონტაქტების გამოვლენა და შესწავლა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g