შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსად მიხეილ დილიმაშვილი დაინიშნა. მიხეილ დილიმაშვილი ამ დრომდე აჭარის საპატრულო პოლიციის მთავარ სამმართველოს ხელმძღვანელობდა.
შეგახსენებთ, რომ თეიმურაზ კუპატაძემ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა გუშინ დატოვა. მან შსს-ს სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე გადაინაცვლა