LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საპროტესტო აქციებზე დროებითი კონსტრუქციების განთავსების შეზღუდვის საკითხზე კანონპროექტი პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო

135
publika.ge-17-parlamenti

„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო.

კანონპროექტი, რომლის საფუძველზეც საპროტესტო აქციების დროს დროებითი კონსტრუქციების განთავსებასთან დაკავშირებით ახალი ამკრძალავი ნორმები შემოდის, უმრავლესობის 76-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. პროექტის წინააღმდეგ ხმა პარლამენტის 20-მა წევრმა მისცა.

„ეშინიათ კარვების და ლეიბების“ – თაკო ჩარკვიანი

„ქართული ოცნების“ დეპუტატების ინიციატივით მომზადებული პროექტის გათვალისწინებით, შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილეებს დროებითი კონსტრუქციების მოწყობა ეკრძალებათ თუ მისი მოწყობა: – საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს; ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას; იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას; შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება.

ამასთან, კანონის პროექტის მიხედვით, “საჯარო სივრცის იერსახის დამახინჯების თავიდან აცილების მიზნით“, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს დროებითი კონსტრუქციის მოწყობა იმ შემთხვევაშიც ეკრძალებათ, თუ მისი მოწყობის გარეშე შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება არსებითად არ ფერხდება.

პაატა მანჯგალაძე უმრავლესობას: შეშაც აკრძალეთ, კონსერვის ქილაც, შიათ ადამიანებს – ხოლმე აქციაზე

ამ ახალი ამკრძალავი ნორმების დარღვევა გამოიწვევს სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას და დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით ან სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას და ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ხოლო თუ დამრღვევი ორგანიზატორია – სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას და დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.

კანონპროექტის ავტორი და ინიციატორები არიან „ქართული ოცნების“ დეპუტატები: ანრი ოხანაშვილი, ირაკლი ბერაია, გივი მიქანაძე, რატი იონათამიშვილი, ირაკლი შატაკიშვილი, თენგიზ შარმანაშვილი და ალექსანდრე ტაბატაძე.

magti 5g