LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო-ჩინეთს შორის ტვირთბრუნვის ზრდა განიხილება

94

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ჩინეთის ლიენიუნგანგის პორტისა და მსოფლიოს ერთ-ერთი მსხვილი გადამზიდავის „კოსკო შიფინგის“ წარმომადგენლობით დელეგაციას შეხვდა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი წარიმართა საქართველოს მონაწილეობაზე „სარტყელისა და გზის“ ინიციატივის პროცესში. აღინიშნა ის დიდი ძალისხმევა, რომელსაც საქართველოს მთავრობა მიმართავს აღნიშნული გლობალური ინიციატივის ფარგლებში: ე.წ. „შუა დერეფნის“ განვითარება, რაც მნიშვნელოვანი სატრანსპორტო – ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში გამოიხატება. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ისეთ პროექტებზეც, როგორიცაა: ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალი, რკინიგზის მოდერნიზების პროექტი, რომელიც არსებული ტვირთბრუნვის გასამმაგების შესაძლებლობას იძლევა, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო გადასასვლელი და სხვ.

შეხვედრაზე ჩინეთის წარმომადგენლებმა ვრცლად ისაუბრეს მათი კომპანიების გეგმებზე საქართველოში, ერთობლივ პროექტებზე, რომელთა მიზანსაც ქვეყნებს შორის ტვირთბრუნვის ზრდა წარმოადგენს.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ „სარტყელისა და გზის“ ინიციატივის ფარგლებში, მხარეები განაგრძობენ თანამშრომლობას შუა დერეფნის განვითარების კუთხით, რომელიც მნიშვნელოვნად გაზრდის ტვირთბრუნვას ევროპასა და აზიას შორის.

შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, გიორგი ჩერქეზიშვილი, „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი, დავით ფერაძე, ანაკლიის განვითარების კონსორციუმის თანადამფუძნებელი, მამუკა ხაზარაძე და სხვა ოფიციალური პირები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g