LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო ძალიან მძიმე ფაზაში შევიდა, საერთაშორისო პარტნიორებისგან ყოველდღიურად ძალიან ნეგატიურ შეფასებებს ვისმენთ: წერეთელი

43
გიგი წერეთელი

“საქართველო შევიდა ძალიან რთულ და მძიმე ფაზაში, როცა ჩვენ ყოველდღიურად, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისაგან, ჩვენი მეგობრებისგან, მხარდამჭერებისაგან, ვისმენთ კრიტიკას, ვისმენთ საყვედურებს, ვისმენთ ძალიან ნეგატიურ შეფასებებს.” – აცხადებს “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, გიგი წერეთელი და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2021 წლის საინვესტიციო კლიმატის შესახებ ანგარიშს ეხმაურება, სადაც საქართველოზე და სასამართლო სისტემაზეა საუბარი.

წერეთელი ამბობს, რომ ხელისუფლებისგან არანაირი ადეკვატური პასუხი არ ისმის და მმართველი ძალა კვლავ ცდილობს დაიქვემდებაროს სასამართლო სისტემა:

“მე არ ვიცი, ხელისუფლება რას ფიქრობს, რით პასუხობს ამ ყველაფერს, რომ მაგალითად სასამართლო სისტემაზე ამგვარი შეხედულება აქვს სახელმწიფო დეპარტამენტს, ეს ხომ არ არის მხოლოდ ერთი უწყების შეფასება, ეს ვრცელდება მთელს მსოფლიოში, ეს აფერხებს ინვესტიციებს, ეს ამცირებს სამუშაო ადგილებს, ანელებს ეკონომიკას, ზრდის კორუფციას, მოსდევს ლარის კიდევ უფრო გაუფასურება და ფასების მატება – როცა ინვესტიციები არ შემოდის ქვეყანაში.

შესაბამისად, არანაირი სწორი ან მასთან მიახლოებული ქმედება ჩვენი ხელისუფლებისგან არ ჩანს, მათ აქვთ ერთადერთი, მანიაკალური სურვილი, რომ დაიქვემდებარონ სასამართლო სისტემა, რომელზეც მთელი მსოფლიო ლაპარაკობს ნეგატიურ კონტექსტში და უზარმაზარ ზიანს აყენებს საქართველოს, როგორც სახელმწიფოს.” – განაცხადა წერეთელმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g