LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო იქნება პირველი, ვინც პლაზმას ინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ გამოიყენებს – თენგიზ ცერცვაძე

2327
Capture-19

საქართველო იქნება პირველი, ვინც პლაზმას ინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ გამოიყენებს, -ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ტელეკომოანია “პალიტრანიუსთან” განაცხადა.

მისი თქმით, უკვე გაკეთდა კომუნიკაცია, რომელიც სისხლის პროდუქტებს ამზადებს.

მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი იზრდება, ერთ ქვეყანაში კი, გარდაცვალების შემთხვევები არ არის და ეს ქვეყანა საქართველოა - „ფოქს ნიუსი”

ინტერვიუში საქართველოს პრემიერ მინისტრი აღნიშნავს, რომ არსებული ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოსთვის ყველაზე მთავარი სწრაფი, გადამწყვეტი და მკაფიო გადაწყვეტილებების მიღება იყო

“დღეს უკვე გვქონდა სამუშაო შეხვედრები და ჩვენ უმოკლეს დროში არათუ ვფიქრობთ, არამედ ვგეგმავთ დავამზადოთ ასეთი პლაზმა, თუმცა ეს იოლი არ იქნება, რთულია ტექნოლოგიურად. მან უნდა გაიაროს გარკვეული პროცედურები, ის უნდა შემოწმდეს მისი უსაფრთხოება, უნდა შეთანხმდეს ამერიკის FDA-სთან და შემდეგ გამოვიყენებთ, ეს ესე იოლი არ არის, ჯერ არავის გამოუყენებია, საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ვინც ამას გამოიყენებს“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძე.

ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 155-ს შეადგენს.კორონავირუსისგან უკვე 28 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

კარანტინის რეჟიმში – 5526 ადამიანია. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 344 პირი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g