100 ათას მოსახლეზე კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით საქართველო მსოფლიო ქვეყნების ათეულშია .
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ საკოორდინაციო სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ ამ მაჩვენებლით საქართველო ევროპაში მე-8 , ხოლო მსოფლიოში მე-12 ადგილზეა.
სიაში ამ ეტაპზე პირველ სამ ადგილს ანდორა, მონტენეგრო და ლუქსემბურგი იკავებენ.
სამწუხაროდ ამ მონაცემებით საქართველო მეზობელ სახელმწიფოებს ბევრად უსწრებს.
შეგახსენებთ, ნოემბრის ბოლოს და დეკემბრის დასაწყისში საქართველო ამ მონაცემებში ლიდერობდა.