LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო მსოფლიოში ყველაზე მასშტაბურ ტექნოლოგიურ გამოფენაში – Consumer Electronics Show-ში პირველად  მონაწილეობს

118
CES

აშშ-ში, ქალაქ ლას-ვეგასში, მასშტაბური ტექნოლოგიური გამოფენა Consumer Electronics Show (CES) მიმდინარეობს, რომელშიც საქართველო პირველად მონაწილეობს.

საქართველო ღონისძიებაზე წარმოდგენილია ინიციატივით „StartUP in Georgia“, რომელიც საქართველოს, როგორც სტარტაპების განვითარებისთვის ხელსაყრელი გარემოს მქონე ქვეყნის საერთაშორისო ბაზარზე პოზიციონირებას ითვალისწინებს.

„CES 2025“ აერთიანებს სხვადასხვა აქტივობას, პანელურ დისკუსიებს, პრეზენტაციებს, შეხვედრებს, სხვადასხვა ქვეყნის ეკოსისტემებისა და ტექნოლოგიური კომპანიების გამოფენებს მთელი მსოფლიოდან. საქართველოს საგამოფენო სტენდზე წარმოადგენილნი არიან ქართული სტარტაპები, მათ შორის, Klipy, Elven Technologies, Widgera, Stori AI, Baasi.

საქართველოს დელეგაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი ხელმძღვანელობს, რომელმაც მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში თემაზე „შესაძლებლობების გახსნა: სახელმწიფო სტრატეგიები სტარტაპების მხარდასაჭერად და ინვესტიციების გასაძლიერებლად“.

ირაკლი ნადარეიშვილმა დისკუსიის მონაწილეებს დეტალური ინფორმაცია გააცნო საქართველოში არსებული ინოვაციების ხელშემწყობი პროგრამების, საგადასახადო შეღავათების, ფინანსებზე წვდომის ინსტრუმენტებისა და კვლევების მიმართულებების შესახებ.

ვიზიტის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე და სან-ფრანცისკოში საქართველოს გენერალური კონსული ლევან ყულიჯანაშვილი CTA-ს  პრეზიდენტს ქინსი ფაბრიციოს და CES-ს ვიცე-პრეზიდენტს ჯონ ქელის შეხვდნენ. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეები სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე შეთანხმდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g