LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო რუსეთზე წინაა: ფიბას რეიტინგში მეთერთმეტეზე ვართ

38

ევრობასკეტ 2017-ის დაწყებამდე თვეზე ნაკლები რჩება. ფიბამ თავის საიტზე გამოაქვეყნა მონაწილე ქვეყნების სავარაუდო სიძლიერის რეიტინგები (power rankings).

რა თქმა უნდა, ეს რეიტინგი მთლიანად სუბიექტურ მოსაზრებაზეა აგებული და არაფერი კავშირი აქვს ობიექტურ რეიტინგებთან, თუმცა მაინც საინტერესოა, როგორ აფასებენ საქართველოს ნაკრების ძალას.

24 მონაწილეს შორის საქართველო მე-11 ადგილზეა, რაც წინა ასეთივე შეფასებასთან შედარებით წინსვლაა.

“ვიცით, რომ ეს იყო მხოლოდ სავარჯიშო მატჩი, თანაც რუსეთის საუნივერსიტეტო გუნდთან, მაგრამ საქართველო თავიდანვე შთამბეჭდავად იწყებს. ამ თამაშში თორნიკე შენგელიამ გუნდს 24 ქულა, ხოლო გიორგი შერმადინმა 18 ქულა მოუტანეს. შერმადინის ანგარიშზე 11 მოხსნაცაა სლოვენიურ მატჩში”, – წერს საიტი.

მოწინავე ათეული ასე გამოიყურება: 1. ესპანეთი, 2. სერბეთი, 3. საბერძნეთი, 4. ლიტვა, 5. საფრანგეთი, 6. თურქეთი, 7. ხორვატია, 8. სლოვენია, 9. იტალია, 10. ლატვია.

საქართველო ფიბას სიძლიერის რეიტინგში უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიც ჩერნოგორია, ისრაელი, გერმანია და რუსეთია.

 

გაზეთი „ლელო“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები