ავიაკომპანია Ryanair-თან მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია შესული და უახლოეს მომავალში მთავრობა დააანონსებს რეგულარული ფრენების დაწყებას ამ მიმართულებით. საკითხზე ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ აკაკი საღირაშვილმა გადაცემაში „საქმიანი დილა“ ისაუბრა.
როგორც მან განმარტა, ყველანაირი საფუძველი არსებობს იმისა, რომ მოლაპარაკებები პოზიტიურად დასრულდეს.
გადაწყდა - Ryanair ქუთაისის და თბილისის მიმართულებით იფრენს
ხელშეკრულება, დიდი ალბათობით, უახლოეს მომავალში გაფორმდება
„მე არ მინდა გავასწრო მოვლენებს, ძალიან აქტიურ ფაზაშია Ryanair-თან მოლაპარაკებები შესული. გვაქვს ყველანაირი საფუძველი, რომ პოზიტიური მოლოდინი გვქონდეს, თუმცა წინასწარ რაიმეს თქმა არ იქნება სწორი, არ მინდა დავაზიანო ის მიღწეული შედეგი, რომელიც უკვე გვაქვს. აქვე მადლობას ვეტყვი ჩვენს საელჩოს ირლანდიაში, რომელიც მნიშვნელოვან დახმარებას გვიწევს მოლაპარაკებებში. უახლოეს მომავალში ჩვენ ვფიქრობთ, რომ დავაანონსებთ რეგულარულ მიმოსვლებს ამ მიმართულებით.“ – აღნიშნა მან.