6 ოქტომბერს, საქართველოს ნაკრები მსოფლიოს 2018 წლის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო საშინაო შეხვედრას ჩაატარებს. თბილისში, “დინამო არენაზე” ვლადიმირ ვაისის გუნდი უელსის ნაკრებს დაუპირისპირდება. ეროვნული გუნდი შეხვედრისთვის მოსამზადებელ ეტაპს 2 ოქტომბრიდან დაიწყებს.
საქართველო-უელსის მატჩის ბილეთების გაყიდვა კი დაწყებულია.
გულშემატკივარს შეხვედრის ბილეთის შეძენა ინტერნეტის საშუალებით, ბმულზე – www.tkt.ge/football შეუძლია. მატჩზე დასასწრები ბილეთების რეალიზაცია ასევე მიმდინარეობს დინამო არენას სალაროებში.
ბილეთის ფასი 5, 10, 15 და 25 ლარია.
მატჩი 20:00 საათზე დაიწყება.