LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო ყველაზე მეტ ფულს ავტომობილების ყიდვაში ხარჯავს – 632.5 მლნ დოლარის მანქანები ჩამოვიყვანეთ

80
avtoimporti-w-h

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2021 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 10 009.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 22.3 პროცენტით მეტია. „საქსტატის“ ინფორმაციით, აქედან ექსპორტი 2 981.3 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (24.0 პროცენტით გაიზარდა), ხოლო იმპორტი 7 028.4 მლნ. აშშ დოლარს.

როგორც სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში აღნიშნავენ, საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2021 წლის იანვარ-სექტემბერში, 4 047.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.4 პროცენტია.

2021 წლის იანვარ-სექტემბერში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 77.6 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ჩინეთი (478.3 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (426.2 მლნ. აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (400.2 მლნ. აშშ დოლარი).

2021 წლის იანვარ-სექტემბერში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა 571.7 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 19.2 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს მსუბუქი ავტომობილები 338.2 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 11.3 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ფეროშენადნობები 316.5 მლნ. აშშ დოლარით (10.6 პროცენტი).

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2021 წლის იანვარ-სექტემბერში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 632.5 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 9.0 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებდა ნავთობი და ნავთობპროდუქტები 576.3 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 8.2 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა სპილენძის მადნები და კონცენტრატები 530.2 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 7.5 პროცენტი).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g