LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოდან და საქართველოს მიმართულებით ფრენების ინტენსივობა იზრდება

58
m-kelley-04

ზაფხულის სანავიგაციო სეზონის პიკურ პერიოდში, საქართველოდან და საქართველოს მიმართულებით ფრენების ინტენსივობა იზრდება. კერძოდ, ავიაგადამზიდველების მიერ, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადების მიხედვით, რეგულარული ფრენები არსებულ მიმართულებებზე შემდეგი სიხშირეებით განხორციელდება:

? 15 ივლისიდან 25 ივლისამდე პერიოდში, ავიაკომპანია FlyDubai დუბაი – თბილისი – დუბაის მიმართულებით 19 დამატებითი რეისის შესრულებას გეგმავს;

? 1 ივლისიდან 11 სექტემბრამდე, ავიაკომპანია Qatar Airways დოჰა-თბილისი-დოჰას მიმართულებით კვირაში 3 სიხშირეს დაამატებს და ამ პერიოდის განმავლობაში, ჯამში რეისები კვირაში 10 სიხშირით შესრულდება;

? 1 ივლისიდან 29 აგვისტომდე, ავიაკომპანია Uzbekistan Airways ტაშკენტი -თბილისი – ტაშკენტის მიმართულებით კვირაში 1 სიხშირის დამატებას გეგმავს და აღნიშნული პერიოდის განმავლობაში ფრენები კვირაში 3 სიხშირით განხორციელდება.

? 20 ივნისიდან 24 ოქტომბრამდე, ყაზახური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია FlyArystan დაამატებს 1 სიხშირეს ნურსულთანი – ქუთაისი – ნურსულთანის საჰაერო ხაზზე. შესაბამისად, რეისები აღნიშნული მიმართულებით კვირაში 3 სიხშირით შესრულდება.

ამასთან ავიაკომპანია ზრდის ფრენის სიხშირეს აქტაუ – ქუთაისი – აქტაუს მიმართულებით და 5 ივლისიდან 25 ოქტომბრამდე, ავიარეისებს კვირაში 4 სიხშირით შეასრულებს, ნაცვლად 3 სიხშირისა;

? 1 ივლისიდან 12 სექტემბრამდე, ავიაკომპანია Belavia მინსკი – ბათუმი – მინსკის საჰაერო ხაზზე  4 სიხშირის დამატებას გეგმავს. ჯამში, აღნიშნული მიმართულებით რეგულარული რეისები კვირაში 18 სიხშირით განხორციელდება;

? უკრაინული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია SkyUp Airlines-ი 24 ივნისიდან ამატებს კიდევ 1 სიხშირეს ოდესა – თბილისი – ოდესის საჰაერო ხაზზე. ფრენები აღნიშნული მიმართულებით კვირაში 2 სიხშირით სრულდებოდა. გაზრდილი სიხშირით ოპერირებას ავიაკომპანია სეზონის ბოლომდე (28 ოქტომბერი გეგმავს).

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიებს გაზრდილი სიხშირით ოპერირების ნებართვა უკვე მიენიჭათ.

აღსანიშნავია, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესაბამისად, სახელმწიფოების მიერ პერიოდულად იცვლება სასაზღვრო შეზღუდვები და სანიტარული მოთხოვნები, რაც ასახვას ჰპოვებს ავიაკომპანიების გადაწყვეტილებებზე ამა თუ იმ მიმართულებით საჰაერო მიმოსვლის დაწყების, გაგრძელების ან განახლების კუთხით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები