LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველომ 23 ფეხბურთელით ივარჯიშა: ერთი დებიუტანტია

54

საქართველოს ნაკრებს, მოლდოვასთან მატჩისთვის მზადების ფარგლებში, თბილისის ზღვაზე მდებარე “ზესტაფონის” საწვრთნელ ბაზაზე ორჯერადი ვარჯიში ჰქონდა. მთავარი მწვრთნელის საწვრთნელ პროცესში, უკვე 23 ფეხბურთელი მონაწილეობს. ტრავმის გამო გუნდს ჯანო ანანიძე კვლავ ვერ ეხმარება. წლის მეოთხე ოფიციალური მატჩისთვის გამოძახებული სხვა ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელადაა და სრული დატვირთვით მზადების პროცესშია ჩართული. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ეროვნულ ნაკრებს უკრაინული “ზორიას” წევრი ჯაბა ლიპარტია დაუბრუნდა, ფეხბურთელმა ნაკრებთან ერთად პირველად ივარჯიშა.

“ქვეყნის სახელით თამაში ყველასთვის უდიდესი პატივია და ამ მხრივ, გამონაკლისი არც მე ვარ. ვფიქრობ, საკმაოდ კარგ ფორმაში ვხვდები მოლდოვასთან მატჩს და მზად ვარ, ჩემი წვლილი შევიტანო ნაკრების წარმატებაში”, – განაცხადა ფეხბურთელმა.

მოლდოვასთან განაცხადში ერთი დებიუტანტია, ვლადიმირ ვაისმა შაბათს დაგეგმილი მატჩისთვის “დინამო თბილისის” 20 წლის ნახევარმცველი, ოთარ კიტეიშვილი გამოიძახა. მთავარმა მწვრთნელმა საწვრთნელი პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით, მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა.

“ვფიქრობ, რომ ჩვენ ამ ჯგუფში კიდევ ვიტყვით ჩვენს სათქმელს. ვიბრძვით ჯგუფიდან გასვლისთვის, სანამ კიდევ არის ამის იმედი. თამაშიდან თამაშამდე ვხედავთ გუნდის პროგრესს”, – აღნიშნა ვაისმა.

საქართველოსა და მოლდოვას საფეხბურთო ნაკრებები, ფიფას 2018 წლის მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე ტურის მატჩს, 12 ნოემბერს, 21 საათზე “დინამო არენაზე” გამართავენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g