LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველომ ამერიკას თავგზა აუბნია: ეს ჯორჯია რა პონტია

25

ალაბამას სენატორი ჭკუიდან გადავიდა, როდესაც შეიტყო, რომ ჯორჯიას შტატი ოლიმპიურ თამაშებზე ცალკე გუნდით გამოდიოდა.
ფრედ კალჰუნს გეოგრაფიაში აშკარად ცუდი ნიშნები ყავდა.

სენატორმა საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში ღია წერილი აფრინა, როდესაც გახსნის ცერემონიაზე… საქართველოს დელეგაცია იხილა.

„გახსნის ცერემონიას ოჯახთან ერთად ვუყურებდი და განცვიფრებული დავრჩი, როდესაც დავინახე, რომ ჯორჯიას ნება დართეს ოლიმპიურ თამაშებზე დამოუკიდებელი გუნდით წარმდგარიყო. სპორტსმენები ალაბამადან მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერები არიან. თითქმის 5 მილიონი ადამიანის სახელით გეკითხებით, დართავთ თუ არა სამომავლოდ ალაბამას ოლიმპიადაზე მონაწილეობის უფლებას, როგორც ეს გააკეთეთ ჯორჯიის შემთხვევაში“, – ნათქვამია კალჰუნის სამარცხვინო წერილში, რომელიც US Daily Mail-მა დაბეჭდა.

US Daily Mail-ის ჟურნალისტები ამით არ დაკმაყოფილდნენ და ჯორჯიის შტატის სპორტულ ჩინოვნიკებს დაუკავშირდნენ იმის გასაგებად, არიან თუ არა საქმის კურსში, რომ მათი გუნდი ოლიმპიადაზე მონაწილეობს. ჩვენმა კოლეგებმა არანაკლებ გამაოგნებელი პასუხი მიიღეს: “თუ თამაშებზე ჩვენ გუნდი გვყავს, რასაკვირველია გვინდა მათ წარმატებები ვუსურვოთ. დაე, შინ ოქროს მედლები მოიტანონ“.

რა უნდა ელაპარაკო ახლა ამათ: აი რა ცუდი, როდესაც დედამიწაზე არის ორი ჯორჯია და ორივე შეიძლება ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობდეს…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები