LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველომ ტაილანდისა და ნიუ-იორკის გიდების ასოციაციებს აჯობა

88

2019 წლის იანვარში საქართველო მსოფლიო გიდების ასოციაციების კონგრესს უმასპინძლებს, – ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. მათი ცნობით, საქართველოს კონკურენციას უწევდნენ ტაილანდისა და ნიუ-იორკის გიდების ასოციაციები, თუმცა სხვადახხვა ქვეყნის დელეგატებს შორის, საქართველოს კანდიდატურამ ყველაზე დიდი მოწონება დაიმსახურა და კენჭისყრის შედეგად მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

უწყების ინფორმაციითვე, დეტალების შესათანხმებლად და მასშტაბური კონგრესისთვის მზადყოფნის შესასწავლად ოფიციალური ვიზიტით საქართველოში მსოფლიო გიდების ასოციაციის ფედერაციის პრეზიდენტი და ბორდის სხვა წევრები იმყოფებიან. სტუმრები თბილისსა და საქართველოს სხვა რეგიონებს, მათ შორის კახეთს და მცხეთას ათვალიერებენ. ძველი თბილისი დღეს უცხოელმა სტუმრებმა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან გიორგი ჩოგოვაძესთან ერთად მოინახულეს.

საქართველო 2019 წელს დაგეგმილი კონგრესის მასპინძელ ქვეყნად, ირანში გამართულ ტურისტული გიდების ასოციაციების, მსოფლიო ფედერაციის მე-17 კონვენციაზე აირჩიეს. 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით, აღნიშნული კონგრესის საქართველოში ჩატარება ტურიზმის სექტორის ხელშეწყობისათვის ძალზედ მნიშვნელოვანი ღონისძიებაა და ქვეყანაში ტურისტული გიდების პროფესიის განვითარებას დაეხმარება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები