მალე თბილისი „საბავშვო ევროვიზიას“ უმასპინძლებს. მთავარი კონცერტი 13 დეკემბერს გაიმართება და მას „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ უწევს ორგანიზებას. სწორედ ამ დღეს გავიგებთ, ვინ გახდება ევროპის ყველაზე დიდი საბავშვო კონკურსის გამარჯვებული.
საქართველოს ამ დიდ მუსიკალურ ფორუმზე წარადგენს ანიტა აბგარიანი სიმღერით Shine Like A Star.
„ევროვიზიის“ ოფიციალური საიტი ანიტას შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს და წერს:
„საქართველოს კაშკაშა ვარსკვლავი
საქართველოს თავისი ტიტული აქვს დასაცავი მას შემდეგ, რაც საბავშვო ევროვიზია 2024 მოიგო. ანიტა აბგარიანი იმედოვნებს, რომ მასპინძლე ქვეყანას კიდევ ერთ გამარჯვებას მოუტანს 2025 წელს – და ჯამში ქვეყანას 5 გამარჯვება ექნება.
ანიტამ თავისი ადგილი „ევროვიზიაზე“ მას შემდეგ მოიპოვა, რაც გაიმარჯვა კიდევ ერთ მუსიკალურ კონკურსში – „რანინა“, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გადაიცემოდა. ახლა, ის მზად არის, რომ ევროპას მოასმენინოს თავისი სიმღერა „იბრწყინე ვარსკვლავივით“.
მთავარი კითხვაა, აქვს თუ არა ადგილი ანიტას კიდევ ერთი ჯილდოსთვის. „რანინა“ არ არის პირველი კონკურსი, სადაც მან გამარჯვება მოიპოვა, 2024 წელს მან ასევე აიღო პირველი ადგილი მალტაში გამართულ საერთაშორისო მუსიკალურ კონკურსში…“
საბავშვო ევროვიზია 2025-ის ბილეთები TKT.GE-ზე პირველი დეკემბრიდან გაიყიდება
საქართველო საბავშვო ევროვიზია 2025-ის მასპინძლობისთვის ემზადება
