LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველომ უკრაინის მოქალაქეებს უვიზოდ ყოფნის ვადა სამ წლამდე გაუხანგრძლივა

128
ვიზა უკრაინის მოქალაქეებისთვის

საქართველოს მთავრობამ უკრაინის მოქალაქეებისთვის ქვეყანაში უვიზოდ ყოფნის ვადა სამ წლამდე გაზარდა.

შესაბამისი ცვლილება შევიდა მთავრობის 2015 წლის 5 ივნისის N255 დადგენილებაში „იმ ქვეყნების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომელთა მოქალაქეებსაც შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა“.

ცვლილების თანახმად, უკრაინის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შესვლისა და ქვეყანაში სრული სამი წლით ყოფნის უფლება აქვთ.

ინფორმაციისთვის, ამ დადგენილებამდე უკრაინის მოქალაქეებისთვის უვიზოდ ყოფნის დრო ერთი წლის ვადით შემოიფარგლებოდა, 2023 წლის თებერვალში კი ორ წლამდე გახანგრძლივდა.

უცვლელი დარჩა დანარჩენი ქვეყნების სია, რომლებთანაც ერთი წლით უვიზო ყოფნის რეჟიმი მოქმედებს, მათ შორის რუსეთის მოქალაქეებითვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g