LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს 3 რეგიონი, სადაც მშენებლობის ნებართვას ყველაზე ხშირად ითხოვენ

untitled

ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2018 წელს გაცემულია 10204 ნებართვა (წინა წელთან შედარებით 2,8 პროცენტით ნაკლები) 6206,0 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე (წინა წელთან შედარებით 4,4 პროცენტით ნაკლები). ნებართვების 72,6 პროცენტი მოდის ქვეყნის 3 რეგიონზე. კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაობის 48,3 პროცენტი ქ. თბილისზე, 13,6 პროცენტი – აჭარის ა.რ.-ზე და 10,7 პროცენტი – ქვემო ქართლის რეგიონზე.

აღსანიშნავია, რომ 2018 წელს ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სასტუმროების, სავაჭრო ობიექტების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო- სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა – ნაგებობების მშენებლობაზე. გაცემულ ნებართვებში შედარებით დიდი წილით წარმოდგენილია მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსები.

დამთავრებული მშენებლობების ნახევარზე მეტი მოდის ქვეყნის 3 რეგიონზე. კერძოდ, 29,6 პროცენტი ქ. თბილისზე, 15,3 პროცენტი – კახეთის რეგიონზე, ხოლო 11,2 პროცენტი – ქვემო ქართლის რეგიონზე.

სულ, 2018 წელს ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 2091,9 ათასი კვ.მ ფართობის (წინა წელთან შედარებით 4,8 პროცენტით ნაკლები) 2518 ობიექტი. (წინა წელთან შედარებით13,8 პროცენტით ნაკლები).

ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები