LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს აეროპორტებში 3200 რეისი გაუქმდა – უპრეცენდენტო დარტყმა ავიაციაზე

161
do-not-fly

COVID-19-ის პანდემიის ფონზე ავიაციაზე უპრეცენდენტო დარტყმა განხორციელდა – ამის შესახებ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორმა ლევან კარანაძემ განაცხადა. მისი თქმით, “დაახლოებით 3200 რეისი არის გაუქმებული თებერვლიდან აპრილის ბოლომდე. ანუ ეს არის შესაბამისად, ვერ მიღებული შემოსავალი და ტურისტი”.

„აქამდე მსგავს დარტყმას კომერციული ავიაცია არ შეჯახებია. არც ერთი ფუნქცია ჩვენი მხრიდან არ არის შეზღუდული. თანმიმდევრული და სწორი ნაბიჯების გამო, იმის გამო რომ პროფესიონალები არიან ჩართულები COVID-19-თან ბრძოლაში, გადაწყვეტილებები იქნა დროულად მიღებული. იყო კრიტიკა იმაზე თუ რატომ ვზღუდავდით ფრენებს, მაგრამ სიტუაციის ანალიზი ცხადყოფდა იმას, რომ ამ ნაბიჯების გადადგმა აუცილებელი იყო“, – აცხადებს კარანაძე. მისივე ინფორმაციით, საქართველოში, თებერვლის მდგომარეობით 33 ავიაკომპანია 69 მიმართულებით ოპერირებდა. ასევე 3 სატვირთო კომპანია 3 რეგულარული მიმართულებით. ახლა კი ეს მონაცემები განულებულია, გარდა სატვირთო რეისებისა.

რაც შეეხება რეისების აღდგენას, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ ამის თაობაზე გადაწყვეტილებები ქვეყნებმა კოორდინირებულად უნდა მიიღონ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები