LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ბანკი კლიენტს შესაძლებლობას აძლევს ჩემპიონთა ლიგის ფინალს დაესწროს

73

საქართველოს ბანკმა მსოფლიო გადახდების კომპანია Mastercard-თან ერთად, ექსკლუზიური აქცია დაიწყო. მომხმარებელს ვინც, საქართველოს ბანკის Mastercard-ის ბარათით ყველაზე მეტ ტრანზაქციას განახორციელებს, აქციის ფარგლებში სხვადასხვა პრიზები გადაეცემა. 30 აპრილს კი სხვა გამარჯვებულებთან ერთად გამოვლინიდება 3 თვის საუკეთესო გადამხდელის ვინაობა, რომელსაც საჩუქრად გათამაშების მთავარი პრიზი – 2 კაციანი საგზური უეფას ჩემპიონთან ლიგის 2017 წლის ფინალურ მატჩზე, გადაეცემა. აღნიშნული ფინალი უელსის დედაქალაქ კარდიფში გაიმართება. მთავარი პრიზი მოიცავს: ავიაბილეთების, აერპორტში სტრანსფერის, სასტუმროს, დაზღვევის და სავიზო მოსაკრებელის ხარჯებს.

როგორც ”ფორტუნას” ბანკიდან აცნობეს, აქციაში მონაწილეობისთვის, საჭიროა მომხმარებელმა განახორციელოს საქართველოს ბანკის Mastercard-ის ბარათით სულ მცირე 10 ლარის ოდენობის ტრანზაქცია (ექვივალენტი სხვა ვალუტაში). გათამაშებაში გათვალისწინებული იქნება სავაჭრო და მომსახურების ობიექტებში, ასევე ონლაინ შესყიდვისას საქართველოს ბანკის Mastercard-ის ბარათებით განხორციელებული გადახდები.

ცნობისთვის, აქციის ფაგრგლებში ჯამში 800-ზე მეტი ადამიანი დასაჩუქრდება სხვადასხვა საინტერესო პრიზებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g