LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ბანკი მდგრადობის საუკეთესო ანგარიშის კატეგორიაში გამარჯვებულად დასახელდა

554
ბანკი

BARTA-მ უკვე მეხუთედ გამოავლინა გამორჩეული და გამჭვირვალე ფინანსური ანგარიშგების მქონე კომპანიები, რომლებიც მდგრადი ანგარიშგების დანერგვის მიმართულებით მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამენ.

საქართველოს ბანკი მდგრადობის საუკეთესო ანგარიშის კატეგორიაში გამარჯვებულად დასახელდა.

გამარჯვებულების გამოსავლენად კომპანიებმა სამი ეტაპი გაიარეს. მათ ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტებისგან შემდგარი ჟიური აფასებდა. გამარჯვებულები ცხრა განსხვავებულ კატეგორიაში დასახელდნენ.

„საქართველოს ბანკი, როგორც ძლიერი საფინანსო ინსტიტუტი, მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს ქვეყნისა და საზოგადოების მდგრად ეკონომიკურ განვითარებას და მწვანე ინიციატივების განხორციელებას. სწორედ ამ მიზნით, დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ მდგრადი ანგარიშგების პრაქტიკების იმპლემენტაციას, რაც ერთი მხრივ, მნიშვნელოვან დოკუმენტს წარმოადგენს როგორც ინვესტორებისთვის, ასევე კომპანიისთვის. ამასთან, ევროკავშირის მდგრად ეკონომიკაზე გადასვლის ღონისძიებების მხარდასაჭერად, 2021 წლის აპრილში, ევროკომისიამ მოახდინა კორპორაციული მდგრადობის ანგარიშგების დირექტივის (CSRD) ინიციირება, რაც ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირში მდგრად ანგარიშგებას ფინანსური ანგარიშგების ანალოგიურ მნიშვნელობა მიენიჭება. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ თავიდანვე დავიწყოთ ძირეული ნაბიჯების გადადგმა აღნიშნული მიმართულებით“, – აღნიშნავს საქართველოს ბანკის ESG და მდგრადობის მიმართულების ხელმძღვანელი ანა ოსაძე.

ინფორმაციისთვის, BARTA-ს კონკურსი მსოფლიო ბანკის ბუღალტრული რეფორმის ბენეფიციართა ფონდის მხარდაჭერის ეროვნულ ფონდთან (RSF) პარტნიორობით ტარდება.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g