საქართველოს ბანკმა, ხანის აკადემიასთან ერთად, ეროვნულ გამოცდებზე ნიჭიერი და მიზანდასახული ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით, ახალი კამპანია „გამოცდები 2025“ შექმნა.
ინიციატივის ფარგლებში კი აბიტურიენტებს მისცა შესაძლებლობა, მიიღონ წვდომა მოკლე აუდიოლექციებზე, რომლებიც საგამოცდო საგნების გადამეორებაში დაეხმარება.
გაკვეთილებზე წვდომის მიღება ახალგაზრდებს პირდაპირ Soundcloud-ზე ან QR კოდის დასკანერების შედეგად შეუძლიათ, რომელიც მეტროს ბაქნებსა და ავტობუსის გაჩერებებზეა განთავსებული.
ახლახან სალექციო კურსს მათემატიკის გაკვეთილებიც დაემატა.
გამოცდების თარიღის მოახლოებასთან ერთად კი ნელ-ნელა დაემატება სხვადასხვა საგნობრივი კურსიც.
წარმატებებს გისურვებთ გამოცდებზე და არ დაგავიწყდეთ, განათლების გზაზე არ გაჩერდეთ!
(R)