LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღების დღეს ბადრი ესებუა სახლში იმყოფებოდა – რა განაცხადეს ბრალდებულის მშობლებმა სასამართლო პროცესზე

402
ბადრი ესებუა

ბადრი ესებუას მშობლებმა ჩვენება შეცვალეს: სად იმყოფებოდა მათი შვილი ბანკის დაყაჩაღების დღეს – რა ხდებოდა სასამართლო პროცესზე

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში „საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღებაში ბრალდებული ბადრი ესებუას საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს.

დღეს ბრალდებული ბადრი ესებუას საქმეზე ბრალდების მხარემ ესებუას მშობლები ნინო ჯიქია და ტარიელ ესებუა გამოკითხა.

ორივე მათგანმა 2020 წლის 21 ოქტომბერი დეტალურად გაიხსენეს და განაცხადეს, რომ იმ დღეს მათი შვილი, ბადრი ესებუა მთელი დღის განმავლობაში სახლში იმყოფებოდა.

ესებუას დედის ინფორმაციით, ბადრი მამას საოჯახო საქმეებში ეხმარებოდა, რასაც მისივე თქმით, ოჯახის სხვა წევრებიც დაადასტურებენ. ამასთან, როგორც მშობლებმა აღნიშნეს, ბადრი ესებუა სახლიდან 23 ოქტომბერს, ნაშუადღევს გავიდა და სამკურნალოდ თბილისში წავიდა. ამ დღიდან დაკავების დღემდე შვილი არ უნახავთ.

პროკურორმა მირანდა წერეთელმა კი სხდომაზე გამომძიებლისთვის მიცემული ჩვენება წაიკითხა, რომლის თანახმად, „საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღებაში ბრალდებულის დედა წერს, რომ ბადრი ესებუა სახლიდან 2020 წლის 21 ოქტომბერს გავიდა და დაიბარა, რომ სამკურნალოდ თბილისში მიდიოდა, გასამგზავრებელი ფული კი მას ძმამ, ბიძინამ მისცა.

ამავე ჩვენების თანახმად, ესებუა სახლში 23 ოქტომბერს, დღის საათებში დაბრუნდა, მაისური გამოიცვალა, საძილე ტომარა წაიღო და სახლი დატოვა.

ჩვენებებს შორის უზუსტობასთან დაკავშირებით ესებუას მშობლებმა განაცხადეს, რომ ჩვენებას ხელი წაუკითხავად მოაწერეს. როგორც ესებუას დედამ აღნიშნა, ჩხრეკის ოქმს ხელი ისე მოაწერა, რომ არ წაუკითხავს, რადგან თავს ცუდად გრძნობდა.

შეგახსენებთ, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ შენობაში შეიარაღებული ბადრი ესებუა 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიჭრა. მას მძევლად 40-ზე მეტი მოქალაქე ჰყავდა აყვანილი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 ათას დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. თანხის გადაცემის შემდეგ თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა. ბადრი ესებუა მიმდინარე წლის 8 თებერვალს დააკავეს.

აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ამავე თემაზე:

ბადრი ესებუასა და მოწმეს შორის შელაპარაკება მოხდა – „მანდ ზის ცხოველი“.. „ქალბატონო ანა, სარკე არ გაქვთ სახლში“?

„იარაღი ჩემი იყო, დანაშაული არ ჩამიდენია, ასე ვფიქრობ“ – ბადრი ესებუა იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის დამნაშავედ ცნეს და 4 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

„ისე აგიდგათ თქვენ გვერდები“ – ბადრი ესებუა მოწმე პოლიციელს

„ვუთხარი, ყველაფერს ეშველება და დავლაგდებით–მეთქი“ – ესებუას პროცესზე სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის ყოფილი უფროსი დაკითხეს

პოლიციელი: ბადრი ესებუამ დაკავების შემდეგ გასაუბრებისას თქვა, რომ ბანკი მან დააყაჩაღა – ვკითხეთ, სად არის თანხა, გაიცინა, თქვა, ნახევარი დავხარჯეო

ვიდეო: როგორ გადასცემს ავთანდილ გალდავა თავდამსხმელს თანხას 

 

ფოტო: „ინტერპრესნიუსი“
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g