„საქართველოს ბანკზე“ თავდასხმისთვის დაკავებულ ნიკოლოზ წურწუმიას ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ.
წურწუმიას ბრალის წარდგენამდე ადვოკატი ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორში მოინახულებს.
დაკავებული ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს.
16 აპრილს, თბილისში, მეტროსადგურ „ავლაბრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, „საქართველოს ბანკის“ ფილიალს ერთი პირი – ნიკოლოზ წურწუმია თავს დაესხა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თავდამსხმელს მძევლად 7 ადამიანი ჰყავდა აყვანილი. წურწუმია მძევლად ხელში ჩაგდების და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-ტარების ბრალდებითაა დაკავებული.