7 აგვისტოს, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის 28-ე გათამაშების პირველი ტური გაიმართა.
ცენტრალური დაპირისპირება ივანწმინდაში შედგა. ცენტრალურ სტადიონზე ერთმანეთს საჩხერის „ჩიხურა“ და თბილისის „დინამო“ გაეჯიბრნენ. დაძაბული შეხვედრა გატანილი გოლების გარეშე 0-0 დასრულდა.
საინტერესო შეხვედრა გაიმართა ქობულეთშიც. ბათუმის „დინამომ“ „ჩელე არენაზე“ „სამტრედიას“ უმასპინძლა. სტადიონზე შეკრებილმა მაყურებელმა ორი გოლი იხილა. ანგარიში 58-ე წუთზე იმერლებმა გახსნეს, მათი მხრიდან თავი ბუდუ ზივზივაძემ გამოიჩინა. აჭარლებმა წონასწორობის აღდგენა 78-ე წუთზე მოახერს, გოლი თეიმურაზ შონიას ანგარიშზეა. მატჩს საქართველოს ფეხბურთის ფედრაციის გენერალური მდივანი, დავით მუჯირი ესწრებოდა.
28-ე გათამაშების პირველი გოლი ზემო ეწერში გავიდა, სადაც ცენტრალურ სტადიონზე ერთმანეთს „ზუგდიდი“ და ფოთის „კოლხეთი“ უპირისპირდებოდნენ. გოლი 25-ე წუთზე, 11 მეტრიანი საჯარიმო დარტყმით, ფოთელთა კაპიტანმა ომარ გოგონაიამ გაიტანა. საბოლოოდ თამაში „კოლხეთის“ გამარჯვებით 1-0 დასრულდა.
ტურის სხვა შეხვედრები ასე დასრულდა:
გურია – ცხინვალი 0:0, სიონი – საბურთალო 1-2, ტორპედო – შუქურა 0:0