LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ჩემპიონატს გიორგი შაქარაშვილის სახელი დაერქვას!

154
107795762-10220214148836867-7705459259717905014-o

ჟურნალისტი და სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი ახალი იდეის შესახებ წერს – ის თხოვს, რომ საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის წლევანდელ გათამაშებას გიორგი შაქარაშვილის სახელი დაერქვას.

“ერთი იდეა მიტრიალებს თავში, თუ მოგეწონებათ მომეხმარეთ გავრცელებაში და შედეგიც უფრო სწრაფად და მარტივად დადგება.
საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის წლევანდელ გათამაშებას დაერქვას გიორგი შაქარაშვილის სახელი !” – წერს გიგა მაქარაშვილი.

ცნობისთვის ამ ეტაპზე ჩემპიონატს “კრისტალბეთ ეროვნული ლიგა” ჰქვია. მაქარაშვილის იდეა ფეისბუქზე მოიწონეს, თუმცა ეჭვი აქვთ, რომ მისი განხორციელება შეუძლებელი იქნება.

19 ივნისს, დაახლოებით 11 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.

საქმეზე 17 პირია დაკავებული. ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ შაქარაშვილს დახრჩობამდე სხეულზე დაზიანებები ჰქონდა მიყენებული.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g