საქართველოს ოთხი დაცული ტერიტორიისთვის UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსის მინიჭებას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერზე“ ეხმიანება.
როგორც ზურაბიშვილი წერს, „დაცული ტერიტორიები აბსოლუტურად ღირსეული შენამატია მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში“.
„გასულ წელს ამ ულამაზესი და უნიკალური ეკოსისტემის მონახულება უდიდესი გამოცდილება იყო. საქართველოს სიმდიდრის ნაწილი, რომელიც ყველამ უნდა აღმოვაჩინოთ, შევინარჩუნოთ და დავიცვათ“, – წერს სალომე ზურაბიშვილი „twitter“-ზე.