LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს დიდ სასტუმროებში ოქტომბერში ნომრის საშუალო ფასი $115-ია

72
პირველი სასტუმრო 2

2022 წლის ოქტომბრის განმავლობაში საქართველოში სასტუმროების ნომრების დატვირთულობის საშუალო დონემ 49% შეადგინა, რაც პანდემიამდელ, ანუ 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით 2 პროცენტული პუნქტით მეტია. ტურიზმის სექტორის შესახებ განახლებული კვლევა “თიბისი კაპიტალმა” გამოაქვეყნა.

ანგარიშის თანახმად, ნომრის საშუალო ფასი ქვეყნის დიდ სასტუმროებში ოქტომბერში 115 დოლარს შეადგენდა. ეს თანხა 2019 წლის დონის 96%-ია.

როგორც კვლევიდან ჩანს, თბილისში სასტუმროების დატვირთვის საშუალო დონე 70%-ს აღწევს.

“ზღვისპირა რეგიონში დატვირთვის დონე 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით 5%-ით არის გაზრდილი, ხოლო კახეთში კი მატება პანდემიამდელი პერიოდის დატვირთულობასთან შედარებით 6%-ით მეტია”, – ნათქვამია ანგარიშში.

სულ ოქტომბერში საქართველოში 442,603 ვიზიტორის ვიზიტი შედგა, რაც წინა წელთან შედარებით 115%-ით მეტია, ხოლო 2019 წლის, ანუ პანდემიამდელ დონის 67%-ია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g