LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ელჩმა დაგვარწმუნა, რომ რუსეთთან ფრენების განახლებას არ აპირებენ – უკრაინის საგარეო უწყება

147
Untitled design (3)

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ევგენი პერებიინისი საქართველოს ელჩს უკრაინაში გიორგი ზაქარაშვილს შეხვდა.

როგორც უკრაინის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველოს ელჩმა უკრაინული მხარე დაარწმუნა, რომ რუსეთთან ფრენების განახლებას არ აპირებენ.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ მინისტრის მოადგილემ იმედი გამოთქვა – საქართველო შეიცვლის პოზიციას და შეუერთდება იმ პარტნიორებს, რომლებიც უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ და რომ ასევე თბილისი შეუერთდება ევროკავშირის მიერ დაწესებულ ყველა სანქციას რუსეთის წინააღმდეგ:

„ევგენი პერებიინისმა მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს უკრაინის ქალაქებისთვის გადაცემული ენერგეტიკული აღჭურვილობისთვის, ასევე საქართველოში მყოფი უკრაინელი ბავშვებისთვის შესაბამისი პროგრამებისთვის, რომლის გაგრძელებაც იგეგმება. მინისტრის მოადგილემ ასევე მადლობა გადაუხადა უკრაინის იმ მოქალაქეების მხარდაჭერისთვის, რომლებიც იძულებულნი გახდნენ დაეტოვებინათ უკრაინა რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის გამო.

მინისტრის მოადგილემ იმედი გამოთქვა, რომ საქართველო შეიცვლის პოზიციას და შეუერთდება იმ პარტნიორებს, რომლებიც უკრაინას აწვდიან იარაღსა და სამხედრო აღჭურვილობას და რომ თბილისი შეუერთდება ევროკავშირის მიერ დაწესებულ ყველა სანქციას აგრესორი სახელმწიფოს წინააღმდეგ.

ამ კონტექსტში მინისტრის მოადგილემ შეშფოთება გამოთქვა საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების შესაძლო აღდგენის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის გამო.

ელჩმა დაარწმუნა, რომ საქართველოს არ აქვს განზრახვა განაახლოს ფრენები რუსეთის ფედერაციაში“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

საგარეო უწყების განცხადებით, კასიანოვი უწყებაში მის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე განმარტებისთვის დაიბარეს

„საგარეო საქმეთა სამინისტროში მიწვევის საფუძველზე მივდივართ“ – ანდრი კასიანოვი უწყებაში მინისტრის პირველ მოადგილეს უახლეს წუთებში შეხვდება

კასიანოვი უკრაინის მოქალაქეების ევაკუაციაზე – ძალიან დიდი გაუგებრობა ჩნდება, როდესაც რაღაც ციტატებს კონტექსტიდან იღებთ

ოდიშარია – ახი კია კასიანოვზე, რომ მისი განცხადება უთარგმნო და ჩამოურიგო ყველა დევნილს, რომელიც საქართველომ შეიფარა, გაათბო და დააპურა

„სამარცხვინოა და რაც კიდევ უარესია, მიმართული იქითკენ, რომ როგორმე საქართველო ომში ჩაერთოს – მთავრობა სადღეღამისო რეჟიმში მუშაობს, რათა ხალხს მშვიდად ეძინოს“ – წულუკიანი კასიანოვის განცხადებაზე

კობახიძე: კასიანოვის განცხადება სამარცხვინოა.. უკრაინელების ევაკუაცია იმ შემთხვევაში დასჭირდებოდა, ალბათ, თუ უკრაინაში „ბუკებს“ გავგზავნიდით, ეს იქნებოდა პირდაპირი ჩართვა სამხედრო კონფლიქტში

magti 5g