საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2024 წლის 7, 8 და 10 მაისი უქმე დღეებად განისაზღვრა.
სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, 7, 8 და 10 მაისს ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს ეროვნული ბანკის საგადახდო და ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემები.
ნაღდი ფულის ოპერაციები და მონეტარული ინსტრუმენტები კომერციული ბანკებისთვის სრულად ხელმისაწვდომი იქნება, შესაბამისად, მომხმარებლებს საშუალება ექნებათ ამავე პერიოდში გადახდის ოპერაციები შეუფერხებლად განახორციელონ.
ასევე, ჩვეულ რეჟიმში განხორციელდება ეროვნული ბანკის მონეტარული ოპერაციებიც, მათ შორის, გამოქვეყნდება TIBR ინდექსი და ოფიციალური გაცვლითი კურსი.
8 მაისს დაგეგმილი ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომა 22 მაისს გაიმართება. ამავე დღეს გამოქვეყნდება მონეტარული პოლიტიკის მორიგი ანგარიშიც.
რაც შეეხება ყვარლის ფულის მუზეუმს, მუზეუმი დამთვალიერებლებს ჩვეულ რეჟიმში 11 მაისიდან უმასპინძლებს.