LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ეროვნული ბანკის კონკურსი სტუდენტებისთვის – „მარეგულირებლის დილემა“

111
კონკურსი

ახალგაზრდებში ფინანსური განათლებისა და საფინანსო ინსტიტუტების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკისა და მისი ფინანსური განათლების პლატფორმის „ფინედუ“ ორგანიზებით, ცხადდება კონკურსი სახელწოდებით „მარეგულირებლის დილემა“.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ყველა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისგან შემდგარ გუნდებს.

კონკურსის ფარგლებში მონაწილე გუნდებს წინასწარ დაეგზავნებათ ცენტრალური ბანკის საქმიანობიდან რომელიმე აქტუალური დილემა, რომელზეც უნდა მომზადდეს საკონკურსო ნაშრომი, რომელიც მოიცავს დილემის ანალიზს, რეკომენდაციებსა და სავარაუდო შედეგების განსაზღვრას.

საკონკურსო ნაშრომებს სპეციალური ჟიური შეაფასებს.

გამარჯვებულები 5 დეკემბერს გამოვლინდებიან.

გამარჯვებულ გუნდებს გადაეცემათ:

  • I ადგილი – 4000 ლარიანი ფულადი პრიზი
  • II ადგილი – 2000 ლარიანი ფულადი პრიზი
  • III ადგილი – 1500 ლარიანი ფულადი პრიზი

კონკურსზე რეგისტრაცია 20 ოქტომბერს დაიწყება და 27 ოქტომბერს დასრულდება.

დამატებითი ინფორმაცია კონკურსის შესახებ იხილეთ ბმულზე.  

კონკურსი სტუდენტებისთვის ხორციელდება თიბისი ბანკის, ბაზისბანკის, კრედო ბანკისა და ემბისის მხარდაჭერით. 

Dio magti 5g