LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის შვილი ამერიკაში სასწავლებლად გაემგზავრა – „ისეთი ბიჭი გამოფრინდა თქვენთან, გული და სული რომ მოაქვს საქართველოსი… ეს ლევან ანწუხელიძეა… 16 წლის წინ, ზუსტად ამ დღეს, გმირულად დაიღუპა მამამისი და მთელი ქვეყნის საფიცრად იქცა”

723
გიორგი ანწუხელიძის შვილი

ჩვენი ქვეყნის ეროვნული გმირის, რუსეთ-საქართველოს ომში გმირულად დაღუპული ქართველი ჯარისკაცის გიორგი ანწუხელიძის შვილი, ლევან ანწუხელიძე ამერიკის შეერთებულ შტატებში, კალიფორნიაში სასწავლებლად წავიდა.

როგორც რადიო „ფორტუნას” გიორგი ანწუხელიძის მეუღლემ, მაკა ჩიკვილაძემ განუცხადა, გმირის შვილი, კალიფორნიის ერთ-ერთ სკოლაში ისწავლის, პარალელურად კი კალათბურთსაც შეითავსებს.

„ფორტუნასთან” საუბრისას მაკა ჩიკვილაძე ამბობს, რომ ლევანის სასწავლებლად წასვლა თავდაცვის სამინისტროს დახმარებით მოხერხდა, მისი თქმით სამინისტრო ოჯახს გვერდით დაუდგა.

შესაბამისი ინფორმაცია მაკა ჩიკვილაძემ სოციალურ ქსელშიც გაავრცელა. ფოტოებში ჩანს როგორ აცილებენ ლევანს სასწავლებლად.

🇺🇸🇺🇸✈️✈️💖💖💖

Posted by Maka Chikviladze on პარასკევი, 09 აგვისტო, 2024

ისეთი ბიჭი გამოფრინდა თქვენთან, გული და სული რომ მოაქვს საქართველოსი, ზუსტად ვიცი როგორ ჩაიხუტებთ და მოისიყვარულებთ… – ამის შესახებ კი სოციალურ ქსელში სანდრო ელოშვილი წერს:

ისეთი ბიჭი გამოფრინდა თქვენთან, გული და სული რომ მოაქვს საქართველოსი, ზუსტად ვიცი როგორ ჩაიხუტებთ და მოისიყვარულებთ…

ეს ლევან ანწუხელიძეა… 16 წლის წინ, ზუსტად ამ დღეს, გმირულად დაიღუპა მამამისი და მთელი ქვეყნის საფიცრად იქცა…

დიდება გმირებს! ❤️

დიდება საქართველოს! 🇬🇪– წერს ელოშვილი.

magti 5g