LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,საქართველოს ევროპული გზა დროებით დასრულდა…იმედგაცრუებულები ვართ” – როგორ ეხმაურებიან უცხოეთში ,,ქართული ოცნების” მიერ ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონზე ვეტოს დაძლევას

183
2024-05-29_01-48-04_715431

,,ქართულმა ოცნებამ” ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ გამოყენებული ვეტო დღეს დაძლია.

ხსენებულ ფაქტს უცხოეთში საკმაოდ ბევრი გამოხმაურება მოჰყვა:

საქართველოს საკითხს ევროპული საბჭოს შემდეგ სხდომაზე განიხილავენ, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი სოციალურ ქსელში წერს.

შარლ მიშელის თქმით, კანონის მიღება უკან გადადგმული ნაბიჯია და საქართველოს ევროკავშირის გზისგან კიდევ უფრო აშორებს.

“ევროპულმა საბჭომ დეკემბერში გადაწყვიტა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი მიენიჭებინა იმ გაგებით, რომ საქართველო შესაბამის ნაბიჯებს გადადგამდა და საჭირო რეფორმებს განახორციელებდა.

პარლამენტში „გამჭვირვალობის კანონის“ მიღება უკან გადადგმული ნაბიჯია და საქართველოს ევროკავშირის გზისგან კიდევ უფრო აშორებს.

ქართველმა ხალხმა ნათლად აირჩია ევროკავშირში მომავალი და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მხარი დავუჭიროთ მათ ამბიციებს.

ამის გამო, საქართველოს [საკითხს] ევროპული საბჭოს შემდეგი სხდომის დღის წესრიგში დავამატებ”, – წერს შარლ მიშელი.

საგარეო ურთიერთობების საკითხებში ევროპული საბჭოს თავმჯდომარე, კარლ ბილდტი X-ზე ვეტოს დაძლევას ასევე გამოეხმაურა.

,,როდესაც მმართველი პარტია პარლამენტში რუსული კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად უმრავლესობას იყენებს, საქართველოს ევროპული გზა დროებით დასრულდა. ტრაგიკულია – მაგრამ სიმართლე”, – წერს ბილდტი.

,,ქართული ოცნების” მიერ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას სენატორი ჯიმ რიში ეხმაურება.

,,საქართველოს მთავრობამ, ამ ქმედებით, მტკიცე ნაბიჯი გადადგა თავისუფალი და დემოკრატიული საზოგადოების აშენების საპირისპიროდ. მიუხედავად იმისა, რომ აშშ გააგრძელებს ქართველი ხალხის მხარდაჭერას, მათი მთავრობა აღარ უნდა სარგებლობდეს შეერთებული შტატების მხარდაჭერით”, – ამის შესახებ აშშ-ის სენატის საგარეო კომიტეტის უფროსი წევრი რესპუბლიკური პარტიიდან ჯიმ რიში X-ზე წერს. “ქართული ოცნების” მიერ რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას ეხმაურება.

აშშ-ის კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი კონგრესმენი მაიკლ მაკკოლი საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„სამწუხაროდ, საქართველოს პარლამენტმა დაძლია პრეზიდენტის ვეტო რუსული „აგენტების შესახებ“ მავნე კანონზე. მათ გადაწყვიტეს, საქართველო ბნელ გზაზე ატარონ, უფრო ღრმად რუსეთის ორბიტაში და დაშორდნენ დასავლეთთან ნათელ მომავალს, რომელსაც მათი ხალხი იმსახურებს“, – აცხადებს მაკკოლი.

საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას სოციალურ ქსელში ასევე ეხმაურება სენატორი ჯინ შაჰინიც.

როგორც სენატორი აღნიშნავს, სენატში დარეგისტრირებული „ქართველი ხალხის აქტი“ უზრუნველყოფს ანგარიშვალდებულებას მათთვის, ვინც საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიას.

„იმედგაცრუებული ვარ, მაგრამ არა გაკვირვებული „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, გადალახოს პრეზიდენტის ვეტო უცხოური აგენტების შესახებ კანონზე. ჩემი „ქართველი ხალხის აქტი“ უზრუნველყოფს ანგარიშვალდებულებას მათთვის, ვინც საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიას და უგულებელყოფს ქართველი ხალხის აბსოლუტურ სურვილებს“, – აცხადებს შაჰინი.

ქართველმა ხალხმა მკაფიოდ აირჩია მომავალი ევროკავშირში და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მხარი დავუჭიროთ მათ ამბიციებს. ამ მიზეზით მე ევროპული საბჭოს დღის წესრიგში საქართველოს დავამატებ, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი სოციალურ ქსელში წერს.

„ევროპულმა საბჭომ დეკემბერში მიიღო გადაწყვეტილება, მიენიჭებინა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო გადადგამდა შესაბამის ნაბიჯებს და გაატარებდა აუცილებელ დემოკრატიულ რეფორმებს. გამჭვირვალობის კანონის მიღება პარლამენტში უკან გადადგმული ნაბიჯია და საქართველოს კიდევ უფრო აშორებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზას. ქართველმა ხალხმა მკაფიოდ აირჩია მომავალი ევროკავშირში და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მხარი დავუჭიროთ მათ ამბიციებს. ამიტომ, ევროპული საბჭოს მომდევნო სხდომის დღის წესრიგში საქართველოს საკითხს დავამატებ“, – აცხადებს შარლ მიშელი.

ეს არ არის ის, რასაც დემოკრატიები აკეთებენ… იმედგაცრუებული ვართ, – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა კარინ ჟან-პიერმა ბრიფინგზე განაცხადა.

,,იმედგაცრუებული ვართ იმის გამო, რომ საქართველოს პარლამენტმა დაძლია საქართველოს პრეზიდენტის ვეტო ანტიდემოკრატიულ „უცხო აგენტის“ კანონზე, თუმცა კენჭისყრა არ იყო მოულოდნელი. როგორც უკვე აღვნიშნე, ჩვენ ყველამ ვნახეთ ათიათასობით ქართველი, რომლებიც ამ კანონპროექტს გასულ კვირას აპროტესტებდნენ, რაც საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საპროტესტო აქციაა. ჩვენ ვიცით, რომ ბევრმა ქართველმა ნათლად გამოხატა თავისი წინააღმდეგობა.

ეს კანონმდებლობა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს მოსთხოვს, დარეგისტრირდნენ უცხოური ხელისუფლების აგენტებად უბრალოდ, მათი დაფინანსების 20 პროცენტის მიღების გამო. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ დემოკრატიების შენარჩუნებაში და ამ ტვირთის შექმნა ძირს უთხრის მათთვის ამის შესაძლებლობას. სამოქალაქო საზოგადოების ჩახშობა არის ის, რასაც ავტორიტარული მთავრობები აკეთებენ. ეს არის განსხვავებული აზრისა ჩახშობის ინსტრუმენტი. ეს არ არის ის, რასაც დემოკრატიები აკეთებენ. ასე რომ, ჩვენ იმედგაცრუებული ვართ იმის ხილვით, რაც მოხდა,” – განაცხადა კარინ ჟან-პიერმა [საზოგადოებრივი მაუწყებელი]

„ქართულ ოცნებას“ მილიონი შანსი ჰქონდა, საქართველოსთვის არ ეღალატა, მაგრამ მაინც არჩიეს, პუტინს დამორჩილებოდნენ, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი სოციალურ ქსელში წერს.

ევროდეპუტატი საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას ეხმაურება.

„ისტორია არასოდეს არის კეთილი მოღალატეების მიმართ. ამ წარუმატებლობის მიუხედავად, ამბავი ქართველი ხალხისთვის კარგად მთავრდება. ადრე თუ გვიან, ისინი შეუერთდებიან ევროკავშირს და ვერანაირი რუსეთი და მათი მარიონეტები ამას ვერ შეცვლიან“, – წერს ვიოლა ფონ კრამონი.

mazda magti 5g