LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ფოსტამ ზვიად გამსახურდიას საიუბილეო მარკა გამოუშვა

320
55939400_444187366317338_5412073592311513088_o

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აქვეყნებს საფოსტო მარკის გამოსახულებას, რომელიც საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დაბადებიდან 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით მთავრობის გადაწყვეტილებით გამოუშვეს.

„დღეს საქართველოს პირველ პრეზიდენტს ზვიად გამსახურდიას დაბადებიდან 80 წელი შეუსრულდებოდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს ფოსტამ გამოუშვა საიუბილეო მარკა.

ქედს ვიხრი საქართველოს პირველი პრეზიდენტის ნათელი ხსოვნის წინაშე!“ – წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე „ფეისბუქში“

31 მარტს, ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ღონისძიება გაიმართება.

  • განათლების სამინისტრო, შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდთან ერთად, ქართველოლოგიის განვითარებისთვის უცხოეთში მოღვაწე მეცნიერებისთვის დააწესებს ზვიად გამსახურდიას სახელობის პრემიას, რომელიც ყოველწლიურად 31 მარტს გაიცემა;
  • საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში მოეწყობა გამოფენა, რომელზეც წარმოდგენილი იქნება ზვიად გამსახურდიას ნაშრომები, ინტერვიუები, ფოტოები, წიგნები;
  • რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ზუგდიდში ააშენებს ახალ ბიბლიოთეკას, რომელსაც მიენიჭება საქართველოს პირველი პრეზიდენტის სახელი;
  • ქვეყნის ყველა რეგიონში გაიმართება ზვიად გამსახურდიას ხსოვნისადმი მიძღვნილი სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g