LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საქართველოს ჯარმა კარგად იცის, თუ ვინ არის მტერი და ვინ მოყვარე… დღეს ვიღაცებს სურთ, რომ ჩვენი 30 წლიანი მოკავშირეები და პარტნიორები წარმოაჩინონ, როგორც რაღაც უცნობი და უსახო „ომის პარტიად“ – პრეზიდენტის მიმართვა თავდაცვის ძალების 33-ე წლისთავთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებაზე

164
პრეზიდენტი, თავდაცვის ძალების 33 წლის იუბილე

„მოგმართავთ თქვენ [ქართულ ჯარს], რამეთუ დღეს ამუშავდა შავ-ბნელი ძალები და ცდილობენ, ის ქვეყანა, რომელიც ვერ დააჩოქეს, ვერც ეთნიკური კონფლიქტების გამოწვევით, ვერც ძმათა შორის დაპირისპირების გაჩაღებით, ვერც პირდაპირი ომით და ოკუპაციით ვერ დაიმორჩილეს – დღეს კიდევ ერთხელ ცდილობენ საზოგადოების გახლეჩას“ – ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილ ცერემონიალზე განაცხადა, სადაც თავდაცვის ძალების 33-ე წლისთავთან დაკავშირებული საზეიმო ღონისძიება იმართება.

„საქართველოს ჯარმა კარგად იცის, თუ ვინ არის მტერი და ვინ მოყვარე, ვინ ცდილობდა ჩვენს განადგურებას და ვინ დაგვეხმარა ჩამოგვეყალიბებინა თანამედროვე თავდაცვის ძალები. საქართველოს ჯარმა ყველაზე კარგად იცის, რატომ ვიბრძოდით საერთაშორისო მისიებში, რამეთუ ჩვენი წვლილი და ღირსეული კონტრიბუცია შეგვეტანა გლობალურ უსაფრთხოებაში. რამდენი ჩვენი ჯარისკაცი ღირსეულად ემსხვერპლა ამ საკაცობრიო მიზანს- ტერორიზმთან ბრძოლას.

დღეს ვიღაცებს სურთ, რომ ჩვენი 30 წლიანი მოკავშირეები და პარტნიორები წარმოაჩინონ, როგორც რაღაც უცნობი და უსახო „ომის პარტიად“, რომელიც საქართველოს ავანტიურასა თუ კონფრონტაციაში იწვევს, ეს არის დიდი ტყუილი და მავნებლობა.

ჩვენ და პირველ რიგში, თქვენ, ყველამ კარგად ვიცით, არა მხოლოდ უკანასკნელი 30 წლის მაგალითზე, თუ ვინ არის საქართველოს სახელმწიფოებრიობის და დამოუკიდებლობის მოუსვენარი მტერი, ვინ ებრძოდა 19-ე საუკუნიდან დაწყებული ქართულ ენას, ვინ ებრძოდა გამუდმებით ქართულ ეკლესიას და სარწმუნოებას, ვინ ებრძოდა საქართველოს დამოუკიდებლობის ყოველივე მცდელობას“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ღონისძიებას ესწრებიან პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე და მთავრობის სხვა წევრები.

ღონისძიებაზე გაჟღერდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი. მონაწილეებმა, წუთიერი დუმილით, პატივი მიაგეს საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლისა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულთა ხსოვნას.

საქართველოს თავდაცვის ძალების დღე

საქართველოს თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება 🇬🇪

Posted by საქართველოს თავდაცვის სამინისტრო / Ministry of Defence of Georgia on ორშაბათი, 29 აპრილი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g