საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 14 ოქტომბერს ”კვართისა საუფლოჲსა და სვეტისა ღმრთივბრწყინვალისა და მირონმდინარისას” დღესასწაულს აღნიშნავს.
დღესასწაულთან დაკავშირებით 10:00 საათიდან სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვას კათოლიკოს-პატრიარქი მღვდელმთავრებთან ერთად აღავლენს. მოგვიანებით ილია მეორე მრევლს ქადაგებით მიმართავს.
პანდემიის გამო ტაძარში მყოფ მრევლს პირბადეები დაურიგდება, მათ წირვაზე დასწრება სოციალური დისტანციით მოუწევთ. თერმოსკრინინგი ჩაუტარდება მცხეთაში მყოფ ყველა პირსაც.