საქართველოს მოქალაქეები საფრანგეთის ვიზის აღებას 48 საათში შეძლებენ, France 24-ის ინფორმაციით, ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლორან ფაბიუსმა განაცხადა.
მისი თქმით, საფრანგეთში ტურიზმის განვითარებისთვის რამდენიმე ქვეყნის ტურისტებისთვის ვიზის გაცემის დრო 48 საათამდე შემცირდება. კერძოდ, საფრანგეთის ვიზას ჩინეთის, საქართველოს, ინდონეზიის, ვიეტნამის, თურქეთისა და სომხეთის მოქალაქეები ნაცვლად 10 დღისა, 2 დღეში მიიღებენ.
როდიდან შევა აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში, ჯერ-ჯერობით უცნობია.