საქართველოს მოქალაქეები საფრანგეთში ლეგალურად დასაქმებას მშენებლობის, სასტუმრო და სარესტორნო ბიზნესის; ელექტრომრეწველობის; ტრანსპორტის, ლოჯისტიკის და სხვა სფეროებში შეძლებენ. ინფორმაციას „ბიზნესპრესნიუსი“ ავრცელებს, რომელიც დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ესაუბრა.
„კონკრეტულად როდის და რა ვადით გაემგზავრებიან მოქალაქეები აღნიშნულ ქვეყანაში ლეგალური დასაქმების სახელმწიფოთა შორისი შეთანხმებების ფარგლებში, ამის თაობაზე საზოგადოებას დამატებით მიაწვდის ინფორმაციას დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო, როდესაც გამოიკვეთება კონკრეტული ვადები”- წერს „ბიზნესპრესნიუსი“.
