საქართველოსა და ირლანდიის ეროვნული ნაკრებების მატჩზე გაყიდული ბილეთებიდან შემოსული თანხა სრულად მოხმარდება ბორჯომის ტყის აღდგენით სამუშაოებს!
მოდი 2 სექტემბერს, 20:00 საათზე დინამო არენაზე!
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები მსოფლიოს 2018 წლის საკვალიფიკაციო ეტაპის მეშვიდე შეხვედრას ირლანდიის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი “დინამო არენაზე”, 2 სექტემბერს 20:00 საათზე დაიწყება.
ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია საიტზე . ბილეთის ფასი 5, 10, 15, 25 ლარია. ბუნებრივია, ბილეთები მოგვიანებით სტადიონის სალაროებშიც გაიყიდება.
ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა უახლოესი ორი მატჩისთვის შემადგენლობა უკვე დაასახელა.
ირლანდიასთან შეხვედრის შემდეგ ჩვენი ნაკრების 5 სექტემბერს თბილისის დროით 22:45 საათზე მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგ შეხვედრას, ქალაქ ვენაში ავსტრიის წინააღმდეგ ჩაატარებენ.
საქართველოს ეროვნული ნაკრები მატჩებისთვის მოსამზადებლად თბილისში 28 აგვისტოდან შეიკრიბება.