8-9 სექტემბერს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ეწვევა.
საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრემიერის დახვედრის ოფიციალური ცერემონია მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართება.
ნიკოლ ფაშინიანს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უმასპინძლებს.
როგორც ცნობილია, ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების შეხვედრა პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში გაიმართება, ამის შემდეგ კი კოლეგები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობითვე, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ნიკოლ ფაშინიანი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსაც შეხვდება.