საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო.
„გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს“, – წერს კობახიძე სოციალურ ქსელში და იქვე აღნიშნავს: „სააღდგომო ლიტურგიას დავესწარი. საზეიმო წირვა, სამების საკათედრო ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოსთან, მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად აღავლინა. საზეიმო წირვის დაწყებამდე, პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე მოვისმინეთ. ლიტურგიაზე ასევე იმყოფებოდნენ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები“, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.
საზეიმო წირვა, სამების საკათედრო ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოსთან, მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად აღავლინა.
საზეიმო წირვის დაწყებამდე, სამების საკათედრო ტაძარში შეკრებილმა მრევლმა პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე მოისმინა.
ლიტურგიაზე მთავრობის მეთაურთან ერთად საქართველოს საარჩევნო კოლეგიის მიერ არჩეული პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.