LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს პრეზიდენტმა ტოკიოში ქართული ოპერის დადგმის იდეა გამოთქვა

71
Capture

საქართველოს პრეზიდენტი, იაპონიაში ვიზიტის ფარგლებში, კულტურულ-შემეცნებით შეხვედრებს განაგრძობს. ოფიციალური სადილების, ქართული ღვინის შეთავაზების, ქართველ სპორტსმენთან შეხვედრისა და სხვა მნიშვნელოვან ამბებთან ერთად, სალომე ზურაბიშვილი კომპანა Japan Arts პრეზიდენტს შეხვდა.

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის გვერდზე ვკითხულობთ, საქართველოს პრეზიდენტმა იაპონურ კომპანიას Japan Arts ტოკიოში ქართული ოპერის დადგმა შესთავაზა. აღნიშნული ინიციატივა თვითონ სალომე ზურაბიშვილს ეკუთვნის.

სალომე ზურაბიშვილი იაპონელებს ქართული კერძებით და ღვინით გაუმასპინძლდა (ფოტოები)

ქართული ღვინის ისტორია, საქართველოს მრავალფეროვანი ბუნება და ქვეყნის ტურისტული პოტენციალი – სალომე ზურაბიშვილი იაპონელებს ინფორმაციას სწორედ ამ თემებზე აწვდის. ის ამ დროისთვის ოფიციალური ვიზიტით ტოკიოშია, სადაც ადგილობრივი კომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდა. როგორც იაპონიის ტურისტულ კომპანიათა ასოციაციის პრეზიდენტმა განაცხადა, საქართველოსთან ტურისტული ურთიერთობები ამ ვიზიტის შემდეგ მნიშვნელოვნად განვითარდება. ,,ჩემი აზრით, საქართველოს ყველაფერი აქვს, თუმცა უნდა გაიზარდოს საქართველოს ცნობადობა იაპონიაში.  […]

კომპანა Japan Arts  40 წელზე მეტია მთელ მსოფლიოში იაპონური კულტურის პოპულარიზაციას ეწევა და იაპონური კულტურული ღონისძიებების ჩატარებას უზრუნველყოფს. აღნიშნული კომპანიის ხელმძღვანელმა და საქართველოს პრეზიდენტმა ორ ქვეყანას შორის კულტურულ ურთიერთობებზე ისაუბრეს და ამ მიმართულებით სამომავლო გეგმებიც განიხილეს.

“ოპერასა და ბალეტზე საუბრისას შესანიშნავი შესაძლებლობა მომეცა გავცნობოდი ფრაგმენტს ქართული ოპერიდან. ჩვენ ვმუშაობთ ქართველ სოლისტებთან, მათ შორის დიდ პიანისტთან, ელისო ვირსალაძესთან. ჩვენი სურვილია ასეთი ურთიერთობები მომავალში უფრო გავავითაროთ და გავაღრმავოთ”,-  ჯუნიჩი ნიჰეიმ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები