რაგბის კავშირის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი გორგასლიძემ თანამდებობა დატოვა. აღნიშნული ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გამართულ პრეს-კონფერენციაზე გაჟღერდა. შესაბამისად, საქართველოს რაგბის კავშირი ისევ ხელმძღვანელის გარეშე დარჩა.
შეგახსენებთ,რომ გორგასლიძე რაგბის კავშირის სათავეში 5 აგვისტოს ჩაუდგა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტის პოსტი გოჩა სვანიძემ დატოვა.
გორგასლიძის თქმით, მართვის არსებულმა მოდელმა ვერ გაამართლა, ამიტომ მან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო. ქართულ მედიაში გავრცელებული მოსაზრების თანახმად ერთ-ერთ მიზეზად შეგვიძლია ქართულ რაგბიში არსებული კრიზისი და ის ფაქტი დასახელდეს, რომ დიდი 10-ის განახლება ჯერაც ვერ მოხერხდა.