LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს რეზიდენტმა მოგზაურებმა 2023 წელს საზღვარგარეთ 592 მილიონი ლარი დახარჯეს

193
1111

სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2023 წლის სამი კვარტლის გამყვანი ტურიზმის სტატისტიკას აქვეყნებს.

ანგარიშის თანახმად, აღნიშნულ პერიოდში საქართველოს ტერიტორიიდან საზღვარგარეთ საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების 819 ათასი გასვლა დაფიქსირდა, რაც 18.2%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. გასვლების უდიდესი ნაწილი, 48.1%-ი, 31-50 წლის მოგზაურების მიერ განხორციელდა.

აღსანიშნავია, რომ მთლიანი ვიზიტების 48.2%-ს ქალების მიერ განხორციელებული ვიზიტები შეადგენს.

2023 წლის სამ კვარტალში ყველაზე მეტი ვიზიტი (33.4%) საყიდლების მიზნით განხორციელდა. საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯების ოდენობამ 592 მილიონი ლარი შეადგინა.

ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თურქეთსა (279 ათასი) და სომხეთში (107 ათასი).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g