LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს რკინიგზა, ფოთი-თბილისი-ფოთის შემდეგ, ბლოკ-მატარებელს საქართველოს პორტებიდან ბაქოს მიმართულებითაც ნიშნავს

418
საქართველოს რკინიგზა

საქართველოს რკინიგზა, ფოთი-თბილისი-ფოთის შემდეგ, ბლოკ-მატარებელს საქართველოს პორტებიდან ბაქოს მიმართულებითაც ნიშნავს. ახალი ბლოკ-მატარებელი ბათუმი-ფოთი-თბილისი-აპშერონი-სუმგაიტი-ალიატის მიმართულებით იმოძრავებს. აღნიშნული ბლოკ-მატარებელი შავი ზღვის პორტებს აზერბაიჯანის ყველაზე მსხვილ ტერმინალებთან წინასწარ დადგენილი გრაფიკით დააკავშირებს.

მხარეებმა ურთიერთშეთანხმებას ხელი ალმათიში მოაწერეს. საქართველოსა და აზერბაიჯანის რკინიგზები ტვირთმფლობელებს გამარტივებულ „ტერმინალიდან კარამდე“ სერვისს სთავაზობენ.

ბლოკ-მატარებლები წინასწარ განსაზღვრული გრაფიკით იმოძრავებენ, შედეგად, ტვირთმფლობელები კონტეინერის ფოთის პორტიდან ბაქოში ჩატანას უმოკლეს დროში შეძლებენ.

ტვირთმფლობელს წინასწარ ეცოდინება, რამდენ ხანში ჩავა მისი კონტეინერი ბაქოში და რამდენ ხანში დაბრუნდება ცარიელი კონტეინერი უკან.

ახალი სერვისი ხელს შეუწყობს ფოთიდან-ბაქოში მიმავალი და უკან ცარიელი კონტეინერების ტრანსპორტირების გადმორთვას მანქანებიდან რკინიგზაზე, რაც, ერთი მხრივ, სერიოზულად განტვირთავს საავტომობილო გზებს, მეორე მხრივ კი, ნაკლებ ზიანს მიაყენებს გარემოს.  

„ეს არის გამარტივებული ლოგისტიკური სერვისი ტვირთმფლობელებისთვის, რომლებიც განსაზღვრულ დროში კონტეინერებს ბათუმიდან/ფოთიდან/თბილისიდან-ბაქოში და პირიქით, შეფერხებების გარეშე მიიღებენ. ამ სერვისით ტვირთმფლობელები, დროის გარდა, მნიშვნელოვნად დაზოგავენ ხარჯებს, რადგან ტერმინალებში ტვირთის და ცარიელი კონტეინერების გაჩერება ყოველდღიური საფასურის გადახდას გულისხმობს. საქართველოს რკინიგზა აგრძელებს ლოგისტიკური სერვისების გამარტივებას. ჩვენი მიზანია, კომპანიამ რაც შეიძლება მეტი ტვირთი გადაზიდოს, შედეგად კი საქართველოს რკინიგზის შემოსავლები გავზარდოთ“, – აცხადებს საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი ლაშა აბაშიძე.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g